пятница, 23 мая 2014 г.

ცრუათა და ღალატიანთა


(წერილი მეორე)

,,კაცი ცრუ და მოღალატე ხამს
ლახვრითა გასაგმირად”
(შოთა რუსთაველი)


    იმის შემდეგ, რაც კაი ხანია პრესაში (გაზეთები: ,,აისი”, ,,მეოთხე”, ,,ასავალ-დასავალი” და სხვა) ამაზრზენი ფაქტები ქვეყნდება ამ ორი საქმეშებილწული და სახელშებილწული ჰომოსაპიენსის _ ჯანრი კაშია-სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომლებიც ქალბატონმა ლეილამ ერთ-ერთ დიდებულ წერილში სამართლიანად წარმოადგინა ისინი უცხვირპირო ერთარსებად, როგორღა გამოეყოფათ თავი გარეთ! როგორ და რა პირით ხვდებიან და ესაუბრებიან ყოველმხრივ საინფორმაციო ბნელეთში ჩაძირულ, გაუბედურებულ ლიანგადაქცეულ მოსახლეობას, თანაც სრულიად აბსურდულ, ავანტიურულ თემებზე! აღარ ჰქონია საზღვარი უხამსობას და ის არის!
    თურმე, როგორც თვითონ აუწყებს პრესის საშუალებით საზოგადოებას, ახლა მინისტრყოფილ ქლბატონს აუღია ფეხი დაწანწალებს სოფელ-სოფელ, კარდაკარ და, როგორც უკვე ითქვა, საინფორმაციო ბნელეთში საგანგებოდ ჩაძირულ მოსახლეობას განანათლებს!.. თავის მთავარ დებულებას ნაირნაირი პრესის ფურცლებიდან პორტრეტულად გვთავაზობს. ზემოთ მოთავსებულია პორტრეტი: ავსულის გამოციებული თვალებით სადღაც უაზროდ მიშტერებული, ხოლო ნაძალადევად გაცინებული უფრო. სწორედ გაღრეჯილი პირიდან იღვრება ნაირნაირი პოლიტიკური მარგალიტები და თავსდება ქვემოთ, პორტრეტის ძირას.[1]
    ბევრი ამნაირი ადგილიდან მთლიანად მოვიყვან ერთ ციტატას: ,,სოფლებში რომ დავდივარ, იძულებული ვარ ევროპა და ამერიკა დავიცვა და განვუმარტო ხალხს, სოროსი არ არის ისეთი საშინელება, როგორადაც ხატავენ, იმ საცოდავ კაცს კარგის მეტი არაფერი უნდა ჩვენთვის, რამე ცუდი თუ კეთდება, ამას ქართველები აკეთებენ მეთქი (,,ასავალ-დასავალი” #20 (610)” (სტილი და პუნქტუაცია დაცულია).
    როგორც ვხედავთ ,,პოლიტიკოს ქალბატონს” ,,გარყვნილი და გამრყვნელი დასავლეთის” გამოქომაგების მისია უკისრია, დაწრიალებს ჩვენს ჯერჯერობით შეურყვნელ ოჯახებში, სამაგალითოდ გვისახავს მათ ბინძურ საქმიანობას და ლანძღავს ქართველებს.
    ვინ მისცა უფლება ამ სახელშებილწულ და საქმეშებილწულ წყვილს, სოფელ-სოფელ, კარდაკარ რომ დაწრიალებს და მავნებლური პროპაგანდით წამლავს ისედაც მოწამლულ გარემოს. ეს ხომ ქვეყნის მოღალატეობაა! ამისთვის ეწერებათ ქულები!!.
    სადაც ,,პოლიტიკოსი~ ქალბატონი ამ მავნებლურ აზრებს თესავს, იმ სოფლებიდან, იმ ოჯახებიდან, თუ მეტი არა, სულ კინწისკვრით და პანღურისცემით ხომ უნდა გამოაგდონ იგი!
ამგვარი გამოხდომები გახლავთ  შეგნებული ავანტიურა ანუ დანაშაულებრივი ქმედება, რაიც ყველგან კანონით ისჯება, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ ქვეყანას თავის პატრონი არ ჰყავს და ყველაფერი უგვანოთა სათარეშოდაა გამხდარი: ,,სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხო!~
    მაინც რას უნდა გვთავაზობდეს მისაბაძავად თუ ყურადსაღებად ქალბატონი?
    1. დასავლური ,,დემოკრატია”, ,,რეფორმები”, ,,არჩევნები” ,,სამართლიანობა”,,დახმარება”, ,,განათლება” თუ სხვა მათეული ღონისძიებების გატარება აუცილებელია და სასარგებლო, ქვეყანას გამოიყვანს ჩიხიდან... და სხვა ამგვარი ყოვლად დაუშვებელი ცრუობანა, თვალებში ნაცრის შეყრა, სულში ცაფურთხება!.. მაშინ, როცა ყოველი მოხსენიებული ცნებები მსოფლიო აგრესიულ-ექსპანსიური ოლიგარქიის ანუ კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულთა ვერაგული ხროვის ხელში მხოლოდ ფარული იარაღებია, გნებავთ ნიღბები, რომელთა ღონისძიებების გატარების შედეგად, მთელი რიგი ქვეყნები დაანგრიეს, გაძარცვეს, გააპარტახეს, გარყვნეს, ამოწყვიტეს... ასე გრძელდება დღესაც. მოადგნენ საქართველოსაც. იგივეს სჩადიან აქაც...
    ,,პოლიტიკოსი” ქალბატონი, ალბათ, შეეხებოდა ,,რეფორმებიდან”   მეტად მძიმე საქსუალურ პრობლემას _ სქესობრივ გარყვნილებას, ანუ, კონკრეტულად, დედათმავალთა და მამათმავალთა, გნებავთ, პედერასტებისა და ჰომოსექსუალისტების საქციელს. აქ თვალშისაცემი იქნებოდა ის, რომ მთელი ევროპა-ამერიკის კონტინენტებზე, დიდ ქალაქებში გაიმართა აღლუმები_თითქმის მთლიანად შიშველი მრავალი ასეული ათასობით დედათმავლები და მამათმავლები უშველებელ კოლონებად მიემართებოდნენ მთავარ ქუჩებზე და ყოველგვარი არაადამიანური, ცხოველური მანერებით უჩვენებდნენ მაყურებელს თავიანთ სასირცხოებას!..
    შესაძლოა, ამ ქალბატონს, თავისი ზნეობრივი და იდეოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, ასეთი საქციელი სულაც არ ეუცხოება და არც ეძრახვის, მაგრამ აქ გორგასლის და აღმაშენებლის ქვეყანაა, რუსთაველის და ილია ჭავჭავაძის ქვეყანაა, მართლმადიდებელთა სალოცავი მიწა-წყალია!.. კატეგორიულად დაუშვებელია მსგავსი უხამსობა! სახელისუფლო სკამებზე ძალადობით, მზაკვრობით მოკალათებული ჩიტირეკია ვიგინდარების პარპაში აღიკვეთება და ოდნავ შერყეული სინდის-პატიოსნება თავის კალაპოტში ჩადგება!
    2. ჯორჯ სოროსის საკაცობრიო მავნებლური საქმიანობა მსოფლიო
პრობლემა შეიქმნა. ქალბატონს ეს მხედველობიდან არ გამოპარვია და მოსახლეობას განუმარტავს, რომ ძია ჯორჯი ,,ისეთი საშინელება” სულაც არ გახლავთ, როგორადაც ხატავენ”, იგი უშურველი ქველმოქმედია, გვეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს... და სხვა ნაირნაირი ავანტიურულ-ჯაშუშური აბდაუბდა.
მაშინ, როცა საქართველოში დეკემბერ-იანვრის გადატრიალების შემდეგ რაც უბედურება ხდება ჯორჯ სოროსისა და მის უკან მდგომ ბნელეთის მოციქულთა დამღუპველი ღონისძიებების შედეგია!..
    ჯორჯ სოროსი, როგორც საერთასორისო თაღლითი (თჰე ჭორლდ შწინდლერ!) ,,ყველა მოაზროვნე ადამიანის მკვლელი”, გამოაგდეს თავისივე სამშობლოდან, უნგრეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, გამოაგდეს ყაზახეთიდან, ცხვირი არ შეაყოფინეს ყირგიზეთში, გამოაგდეს ტაჯიკეთიდან, მის გამო დაანგრიეს იქ სინაგოგები, ორიოდ თვის წინათ უკვე ბოლო სინაგოგა აასუფთავეს ადგილიდან!.. მიმდინარეობს გამოძიება სხვა ქვეყნებიდანაც… ძალიან მოკლედ, აი, ვინ გახლავთ ჯორჯ სოროსი! ისე, კაცმა რომ თქვას, მაგის დახმარების მიზნით ჩადენილი სიავკაცის ჩამოთვლას ტომები დასჭირდებოდა!
    3. ,,რამე ცუდი თუ კეთდება, ამას ამას ქართველები აკეთებდნენ-მეთქი.”ხომ არის ეს ავანტიურულ-ჯაშუშური პროპაგანდა საქართველოსა და მისი მკვიდრი მოსახლეობის_ქართველთა წინააღმდეგ. Kკარგა ხანია ჩვენი შინაური და გარეშე მტრების მიერ მიმდინარეობს საქართველოს გაძლიერებული დისკრედიტაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქ ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტის დასახელება შეიძლება. მე შეგახსენებთ ერთ მაგალითს. ვიღაც ქართულ გვარს ამოფარებულმა როსტოველმა სპეცაგენტმა სერიოზული გაზეთის რედაქციას ასეთი თემა წარმოუდგინა: ,,საქართველო_კანიბალების კულტურა”. ,,პოლიტიკოსმა” ქალბატონმა შეიძინა მავნე ტენდენცია და ცდილობს, მტრების წისქვილზე თვითონაც მიუშვას წყალი,  რათა მის უკან მდგომ ბნელეთის მოციქულთა შავ სიაში მეტად საჭირო ქულა ჩაიწეროს. ისე, კაცმა რომ თქვას, ქართველები ვინ არიან, ამის თაობაზე ინჩი-ბინჩი არ გაეგება.
თურმე, გოლდანტონიანები, ბურვასოიანები, ბოკერიდები, ნოღაიდები,
 ცოკოლიდ-გიტლინგები, ლომხუდადოვები, სარპირუმოვები, ორჯმანუკიანები, წერპაპუკიანები, და სხვა ქართულ გვარებს ამოფარებული მრავალი უჯილაგო შურითა და გესლით, ნაარმი სისხლით გასიებული ვიგინდარები და გონებადაბრეცილი, სულწარყვნილი ვაიქართველები (,,ერის წიაღში იბადება უცხო_,,შვიდი ბრძენი”), რომლებიც მართლა ,,ცუდს აკეთებენ” ანუ პირდაპირ დააქციეს, გააპარტახეს, გაძარცვეს, ამოწყვიტეს მთელი საქართველო, ქართველები ჰგონია, ხოლო ჭეშმარიტი, ღირსეული ქართველები, რომლებიც ,,დემოკრატიის” ნიღბით დამკვიდრებულმა ტირანიამ საგანგებოდ ჩამოაშორა მნიშვნელოვან საქვეყნო საქმეებს, ე მანდ სამშობლოსთვის რაიმე ფასეული არაფერი მოიმოქმედონო, ამაზე, ბუნებრივია, კრინტსაც არ ძრავს! დედაქალაქის მერობის ,,საარჩევნო სიის ათეულში კი თამამად შემძვრალა(?!) ისე, გულდამშვიდებულად, რომ გამარჯვებისათვის თავსამტვრევი აღარაფერი დარჩენია და მხოლოდ ერთი საწუხარი ჰქონია:
,,ჩემი მთავარი პრობლემა ის არის რომ ზურგი მაქვს
მოხრილი”…(ასავალ-დასავალი, 23 (613).
ეს სულ ახალი აღმოჩენაა, 53 წელს გადაცილებულ ქალბატონს
,,ზურგის მოხრილობა” ახლაც კი ძლივს შეუმჩნევია, ისიც სხვათა შენიშვნებითა თუ სურათების წყალობით და ამის მერე ეს მისი ,,მთავარი პრობლემა გამხდარა”! დანარჩენი პოლიტიკის ურთულეს მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ყველაფერი რიგზე ჰქონია, რადგან აშკარად ,,ეტყობა, ქვეყნის შინაური და გარეშე მტრები, როგორც ,,საიმედო კადრს” ჯიუტი ვირივით მიაჩაქჩაქებენ მზაკვრულად დასაკავებელი სკამისაკენ!
როგორ მოგწონთ, ბატონებო?
მინისტრყოფილი ქალბატონი არცთუ იშვიათად იძლევა
ინტერვიუებს. ,,ქაჯებზე” საუბარს, როგორც კორესპონდენტს განუმარტავს, თურმე ,,კონკრეტული შედეგი მოუტანია” და ამ თემაზე მსჯელობის გაგრძელება აღარ მოუსურვებია (ასავალ-დასავალი #25 (615). ოღონდ, საქმეში ჩახედული პირებისა თუ საზოგადოების აზრით, ეს ,,კონკრეტული შედეგი” იმითი გამოიხატა, რომ მთელი პოზიციისა თუ ოპოზიციის ჩიტირეკია ქაჯ ლიდერებს შორის თავისი საქმიანობითა და მიეთ-მოეთობით, თვითონ ქალბატონი წარმოჩინდა, როგორც ტიტულოვანი მთავარი ქაჯი! ამ სიტყვამ მის ,,პოლიტიკურ” ლექსიკონში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი. ჩვენი ავტორიტეტული მეცნიერები ამის თაობაზე შემდეგ განმარტებას იძლევიან: ,,ქაჯი _ ავსული, მატყუარა, ხელაღებული, დამთხვეული” (ქეგლ, გვ. 277). Uუკუღმართი ჰაბიტუსის წესია, რაც თვითონ არის ის უნდა უწოდოს მოპირდაპირეს (,,ჩემი შენ გითხარიო”), ზუსტად ასე მოიქცა ქალბატონი _ დაასწრო თანაკოლეგებს: ყველაზე მეტად თავისი (წყვილის) შესაფერისი ტიტული ,,ქაჯები” სხვებისთვის ეწოდებინა. რაიც ამ ჭეშმარიტად ჩამოყალიბებულ ქაჯებს საქართველოს წინააღმდეგ უკეთურობანი ჩაუდენიათ, ზნეობრივი თუ პოლიტიკური, არამც და არამც ხახვივით არ უნდა შერჩეთ! ჟერჯერობით კი ასეა, როგორც რუსთაველი ბრძანებსL: ,,...ქაჯნი ყოველთა მავნენი, თავად არვისგან ვნებულნი.” დიახ, ეს ავადმხილებული წყვილი ,,...ქაჯნი ყოველთა მავნენი...” გახლავან! ბატონებო, გადაავლეთ თვალი მის გამოვლილ გზას შორეულიდან აქამომდე და თუ ასე არ არის თქვენი ხმალი და ჩემი კისერი! Oღონდ ისე არ უნდა გამოდიოდეს, როგორც ბატონი მუხრანი ამბობს:
,,აურაცხელი სანაგვეზე ჰყრია სინდისი;
გადის ცხოვრება ,,კაცის” ,,კაცთან” სკამზე ჭიდილში!”
კორესპონდენტის კითხვებზე, რა მდგომარეობაშია ამჟამად თქვენი
პოკლიტიკური საქმიანობაო, ქალბატონი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე პასუხობს: ,,მე მაქვს ჩემი პარტია, მაქვს ჩემი გზა, მაქვს ჩემი პოზიციები, რომლებსაც ბოლომდე დავიცავ‘‘.
ხომ უშველებელი ცინიზმია ამ ,,უმეცარმა და ბრიყვმა ქალბატონმა
ჩვენს ქვეყანაში პარტია შექმნას და ამას ,,საქართველოს გზა‘‘ ეწოდებოდეს. ღმერთმა დაიფაროს საქართველო აწი მაინც იმ გზით ევლოს რა გზითაც ეს ხელიდან წასული წყვილი მოდის დღემდე და ასევე ნებავს იაროს ხვალაც!..
ბევრი ღირსეული, საქმიანი კადრი გვყავს ყველა დარგში, დიდი
დანაშაულია მათი უგულებელყოფა და უღირსებოთათვის და მავნებელთათვის უპირატესობის მინიჭების მცდელობა!..
მორიგ კითხვებზე ,,ასეთ საარჩევნო პირობებში‘‘ საინტერესოა რისი
იმედი გაქვთ ,,მითუმეტეს, რომ მარტო აპირებთ ბრძოლასო‘‘, ქაკლბატონი ომახიანად პასუხობს:
_,,ეს არის მარტო ბრძოლა? ჩემს უკან არის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ჩემს უკან არის ჩემი რეიტინგი ამ საზოგადოებაში‘‘.
ვაი  იმ მოსახლეობის ნაწილს თუ მათ რეიტინგზე მზრუნველობს,
რომლებიც ამ უღირსებო, ავადმხილებული წყვილის ,,უკან დგანან!‘‘ ნუთუ შესაძლოა, კვლავ მძიმე შეცდომა დავუშვათ და სასტიკად მოვიმკათ საკუთარი უყურადღებობის, გულგრილობის, გნებავთ, გულუბრყვილობის ნაყოფი?!
Bვფიქრობთ, საჭიროა, ბატონ გუბაზ სანიკიძეს საყვედური ვკადროთ
იმისათვის, რომ იგი სრულიად ტენდენციურ დახასიათებას აძლევს, ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილს, ხოლო მეორე მხრივ, ნინო ბურჯანაძეს:
    1. გამომდინარე იმ ამაზრზენი ფაქტებისა, რომლებიც კაი ხანია პრესაში ქვეყნდება, რა უფლება გაქვთ თქვენ ასეთი განცხადებით მიმართავდეთ ისედაც ინფორმაციულ სიბნელეში მოქცეულ საზოგადოებას: ,,...სალომე ზურაბიშვილი კარგი ადამიანია, კარგი პოლიტიკოსი...‘‘ მაშინ ცუდი ადამიანი და ცუდი პოლიტიკოსი ვინღა უნდა იყოს?! Aლბათ, აღარავინ! ,,გიხაროდენ ქართველებო!..
    ბატონო გუბაზ, თქვენი აზრები რაღაც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და თითქოს ქართველთა და საერთასორისო დიკრედიტაციის წისქვილზე ასხამს წყალს:
    ზურაბიშვილი: ,,რამე ცუდი თუ კეთდება, ამას ქართველები აკეთებენ-მეთქი‘‘.
    სანიკიძე: ,,ქართველების უმეცრება, იცით, რა არის? დილით ეკლესიაში დადიან, საღამოს კი მკითხავთან‘‘.
    ვაი, საწყალო ქართველობავ!!.
    2. ნინო ბურჯანაძე, თავისთავად, უნარიანი ქალბატონი ბრძანდება, მაგრამ მის პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოსთვის სერიოზული ზიანის მეტი არაფერი მოუტანია:
    1. ,,ქართული მიწის ბაზრის‘‘ დაშვება;
    2. მესხეთელი თურქების შემოსახლების შესახებ უკანონოდ თავსმოხვეულ აქტზე ხელის მოწერა;
    3. დედის, მამის, ეროვნების გაუქმება და მრავალი სხვა.
    რამდენადაც პრესიდან მახსოვს, ქალბატონს სპეცსამსახურის ჯილდოც კი გადასცეს...
    ორივე ქალბატონის ,,საქმენი საგმირონი‘‘ ხომ საკმაოზე მეტია, ბატონო გუბაზ, რომ ისინი საქართველოში სახელისუფლო სკამებს სათოფეზე არ გააკარო?!. Dღეს თქვენ დინების საწინააღმდეგოდ უნდა მიდიოდეთ, დინებას კი მიჰყვებით ანუ აქებთ იმათ, ვინც მკაცრად უნდა დაგმოთ!..
    ჩვენ მივმართავთ მისი ეგრეთწოდებული პარტიის ყველა წევრს: ამ სახელშებილწულ, საქმეშებილწულ, სამტროდ შემოგზავნილ ერთარსებას (ჯანრი კაშიასა და სალომე ზურაბიშვილს), მაშასადამე, ამ ბნელეთის მოციქულთაგან მართლაც სანქცირებულ ქაჯს. ,,სრულიად უცოდინარსა და ბრიყვს‘‘ (ჰამლეტ ჭიპაშვილი) ქვეყნის დაქცევაში და, მასასადამე, თქვენივე თავის, თქვენივე ოჯახების კიდევ უფრო მოღორებასა და დაბეჩავებაში ხელშემწყობებად ნუ გაუხდებით! ეს წყვილი კაი ხანია, საკმარისად შესწავლილია და მხილებული. მისი ავსაქმიანობიდან გამომდინარე, ამ ,,პოლიტიკოს‘‘ წყვილს სხვა მიზანი არ ჰქონია, არც აქვს და არც ექნება!
    დავფიქრდეთ ხალხო, სულ ჭურში რატომ უნდა ვისხდეთ, რა უბედურებაა ეს?!. ამოვიდეთ იქიდან და მივიხედ-მოვიხედოთ. მოტყუება-მოღორება უღირსებო, დამნაშავე ადამიანების საქმიანობაა და ნუ ვხდებით ყოველთვის ამ ვიგინდარათა მსხვერპლი! სირცხვილია!!. გვრცხვენოდეს!!.
    მომყავს ამავე ციკლის პირველი წერილის ბოლო აბზაცი:
    ,,ბნელეთის მოციქულთაგან ინფორმაციულ სიბნელეში საგანგებოდ ჩაძირული მოსახლეობის სპეკულიაციით დანაშაულებრივი სარგებლობა კვლავ გრძელდება. ბრიყვები, გნებავთ, მოსყიდულები ინსპირირებულ ცრუ ლიდერებს ოფისებსაც კი უხსნიან და კუდქიცინა ლეკვებივით შესციცინებენ თვალებში. ამიტომაც, აუცილებელია, მომზადდეს და დაიბეჭდოს მცირე ბროშურა დიდი ტირაჟით, სადაც პოპულიარული ენით იქნება მოწოდებული განვლილი თუ მოსალოდნელი მოვლენები და გავრცელდეს მთელ მოსახლეობაში, ვინაიდან, როგორც ზემოთ რამდენჯერმე აღინიშნა, ხალხმა, მიუხედავად ბევრი შეცდომისა, დღესაც არ იცის რა ხდება! რა, როგორ, რატომ!‘‘
    მიმართვა მეორედ, საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა სინოდს, მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს
    ნათლიდედის ცოლად შემრთველიცა და თავად ცოლად გამყოლიც ითვლებუიან ნათელმირონობის წამბილწველებად. ეს არის ქართული ზნეობრივი კოდექსი. ვინც ამ კოდექსს არღვევს, ის მოკვეთილია ქართული ცხოვრების სფეროდან. ამნაირი პირები არათუ ქართული საქმის განმგებლებად (აწი მაინც ღმერთმა დაგვიფაროს), ზნეობრივი ადამიანების გვერდით არსებობის უფლებასაც კარგავენ. სწორედ ამიტომ მოიკვეთა ქართულმა სათვისტომომ ეს ქალბატონი და მისი მეუღლე, საქართველოს დაუძინებელი მტრები, რომლებსაც 91-93 წლების გადატრიალებაში, როგორც აღინიშნა, ლომის წვლილი მიუძღვით.
    ყველა ზემოხსენებული ფაქტიდან და ქართული ზნეობრივი კოდექსიდან გამომდინარე, გთხოვთ... ეს ნათელ-მირონობის წამბილწველი, სასიკეთო ნიღბით, სამტროდ შემოგზავნილი ცოლ-ქმარი (ჯანრი კაშია-სალომე ზურაბიშვილი) ისევე მოიკვეთოს საქართველომ, როგორც მოიკვეთა ისინი საზღვარგარეთის ქართულმა სათვისტომომ!‘‘


ქრისტეს სიყვარულითა
და პატივისცემით

                                                        ბეჟან სივსივაძე
                                                       ივლისი 2006
                                                                                                                        თელ.: 37 23 29;
                                                                                                                                37 41 44.




















   



[1] იცინის ქალბატონი, იცინის, ალბათ იმიტომ, რომ საქართველოს კაიხანია სასაცილოდ სულაც არა აქვს სამე! დიდი პოეტი ამბობს: ,,ვინც გინდა იყავ,-
                                  გინდ არქიფო, თუ გინდა ზაქრო
                                  რა გიხარია შე შობელძაღლო!”

Комментариев нет:

Отправить комментарий